Washington post-ის სტატია - ეს არის განაჩენი ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადად მისთვის და სარედაქციო წერილი ნათლად აღწერს, რომ საქართველოს, მის დემოკრატიულ განვითარებას, მის ეკონომიკურ წინსვლას არანაირი კავშირი ივანიშვილთან და მის ავტორიტარულ ქმედებებთან არ აქვს. თვითონ სათაურიც ამბობს, რომ თუ ივანიშვილი და მთავრობა ხელში ჩაიგდებს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ, ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რაც უფრო დროულად დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო მეტი შანსი დაგვრჩება, სწრაფად აღვიდგინოთ დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობები, სწრაფად აღვიდგინოთ ნდობა დასავლეთთან, სწრაფად გამოვასწოროთ ეკონომიკა და წავიყვანოთ ქვეყანა წინ.
The Washington Post-ის სტატია
ჭიაბერაშვილი: Washington post-ის სტატია არის განაჩენი ბიძინა ივანიშვილისთვის
tbl.ge/8wx
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი Washington post-ის სარედაქციო წერილზე - "მთავრობის მიერ პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება".