ტყემალაძე: მილში მლნ კუბომეტრი გაივლის თუ ნახევარი მლნ, საფრთხეს ვერ ვხედავ

ეს არის ტრანზიტის გაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მომგებიანი და კარგია. ეს არის რიგი კომერციული ორგანიზაციებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით შესაძლებლობის დაშვება. საფრთხე არავითარ შემთხვევაში არაფრისგან არ არის, როგორ გეკადრებათ ახლა, მილში მილიონი კუბომეტრი გაივლის თუ ნახევარი მილიონი, საფრთხეს მე ამაში ვერ ვხედავ. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, განსხვავებით სხვა ქვეყნისაგან, მაგრამ თავად აზერბაიჯანიც ყიდულობს გაზპრომისგან გაზს, ისე რომ, ეს არის კომერცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები