თურქეთში ISIS-სა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

თუქეთის პოლიცია
www.themalaymailonline.com

თურქეთში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი პოლიციელი და „ისლამური სახელმწიფოს" შვიდი წევრი დაიღუპა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში რეიდები მოაწყო.

თურქეთის პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დიარბაქირში ოქტომბერში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორები იმყოფებოდნენ.

ტერაქტები ანკარაში 10 ოქტომბერს მოხდა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები