წამების ვიდეოები

გურჩიანი: ეს ხელისუფლება სხვა ადამიანების სახელით სჩადის ძალადობას

მე ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ არის ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებში, პირდაპირ მოუწოდებს ძალადობისკენ და მე ვიცი, ახლა ბევრი ადამიანი უსმენს ამ გადაცემასაც და ფიქრობს, რომ "სამაგიეროდ, ნაციონალური მოძრაობის მთავრობა ხომ პირდაპირ არბევდა მიტინგებს? 7 ნოემბერი, 26 მაისი და ა.შ". მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არანაირი განსხვავება არ არის. ეს ხელისუფლება უბრალოდ სხვა ადამიანების სახელით სჩადის ძალადობას და კერძო სუბიექტებს შორის დავით, რაღაცა საეჭვო წარმომავლობის გაბოროტებული დაჯგუფებების მეშვეობით, ბრბოს მეშვეობით აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც გააკეთებდა უფრო კარგად, ლეგალურად, შეფუთულად იგივე წინა მთავრობა.

იურისტი თამარ გურჩიანი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები