ფილიპინებზე ტაიფუნმა სულ ცოტა 12 ადამიანი იმსხვერპლა

BBC News

ფილიპინებზე ტაიფუნს სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ფილიპინების ეროვნული სამმართველო ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ლუზონის პროვინცია დააზარალა. გასულ დღეებში აქ შტორმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა და არაერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ფილიპინების პრეზიდენტი ნოინოი აკინო სტიქიისგან დაზარალებულ პროვინციებში ჩავიდა და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

ამ დროისთვის, ათასობით პოლიციელი, სამხედრო და მოხალისეა მობილიზებული, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.

ამავდროულად, ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა ტროპიკული შტორმი გაგრძელდეს. ორშაბათს ტაიფუნმა ფილიპინების ჩრდილოეთ პროვინციას მიაღწია, რის შემდეგაც ძალა დაკარგა, მაგრამ მისგან მომდინარე საშიშროება ჯერ კიდევ დიდია. 

კომენტარები