არჩევნები ბელარუსში

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

reuters

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ გახსნილია 6 129 საარჩევნო უბანი, აქედან 29 – ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ არჩევნებში სამი კონკურენტი ჰყავს: ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, დემოკრატიული მოძრაობა ილაპარაკე სიმართლეს აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი და კაზაკების ატამანი ნიკოლაი ულახოვიჩი.

ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე 21 წელია, ქვეყნის სათავეშია. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ზედოზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. 

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მინსკში მსვლელობაც გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. 

კომენტარები