ჯარისკაცის გარდაცვალება

მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

Facebook.com

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

"თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს", - აცხადებს უწყება.

ჯარისკაცის ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით საკუთარ სახლში, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში გადაასვენეს. რუსთავი ორის ცნობით, თამაზ თამარაშვილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათივე ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

კომენტარები