არჩილ მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით

ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკაში არსებულმა შოკებმა და მოლოდინებმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ეროვნული ვალუტაზე და ლარის კურსზე მოქმედი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმპორტის დინამიკაში. რაც ნიშნავს იმას, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით. რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკური პრობლემები, ბუნებრივია, საქართველოზეც ახდენს გავლენას, თუმცა, უკვე არსებული და დღეისათვის ცნობილი შესაძლო შოკები უკვე არის ასახული არსებულ კურსში. ამჟამად კურსზე ზედმეტი ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შემოდგომით გაუფასურებასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა თანაბარ პირობებში, შემოდგომაზე ბაზრის დღევანდელ ქცევას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ინტერპრეს ნიუსთან.

კომენტარები