სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გამართულ აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

პრეზიდენტობის მსურველებს კანდიდატურის წარდგენა, უკვე 15 აგვისტოდან შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სფფ-ის პრეზიდენტობის სურვილი რევაზ არველაძემ და ლევან კობიაშვილმა გამოთქვეს, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები