ავადმყოფობის გამო ნეიმარი 11 აგვისტოს თბილისში ვერ ითამაშებს

FC Barcelona

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი 11 აგვისტოს, თბილისში გასამართ უეფას სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებს, ამის შესახებ ევროსპორტი წერს.

ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს პაროტიტისი, ანუ ე.წ ყბაყურა დაუდგინდა და თბილისური მატჩის გარდა, ვერც ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროსპორტი ბარსელონაზე დაყრდნობით წერს, რომ ნეიმარს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვობაში ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ უკვე აღარ იმოქმედა.

 

კომენტარები