მძღოლების გაფიცვა

დიღმის მასივში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

დიღმის მასივში, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არიან გაფიცული. ისინი კომპანია თბილისის მიკროავტობუსისგან დღიური გეგმის, 55 ლარის შემცირებას მოითხოვენ. ამასთან, ისინი შაბათ-კვირის დღიური გეგმის შემცირებასაც ითხოვენ და თვლიან, რომ ის სამუშაო დღეების თანაბარი არ უნდა იყოს.

მძღოლების ინფორმაციით, სულ 40-მდე ხაზია გაფიცული. სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან. 

კომენტარები