რეკლამა

MZESUMZIRA-ს ახალი პროექტი EZO მესამედ ჩატარდება

კომუნა MZESUMZIRA-ს ახალი პროექტი EZO, რომელიც open air ივენთების სერიაა, ამ უიქენდზე უკვე მესამედ ჩატარდება. ვენიუ ლისის ტბის სანაპიროსთან მდებარე პარკია, სადაც, დეკორაციის წყალობით, ადგილი კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება გასართობად და დასასვენებლად. EZO-ში day-party და ჩილინგი იმედანადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ღამის გართობა.

როგორც წესი, აქ ატმოსფერო ძალიან მხიარული და მეგობრულია. საზოგადოება - მრავალფეროვანი, მუსიკა - არასტერეოტიპული. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ თბილისში ხარ, EZO-ში აუცილებლად უნდა ჩახვიდე! დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და ეზოში წასასვლელად ზუსტი განწყობისთვის იხილეთ MZESUMZIRA-ს ახალი ვიდეო და ივენთის facebook გვერდი.

კომენტარები