პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს. აღნიშნული დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
"გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა. მანამდე ის შეასრულებს შს მინისტრის მოვალეობას. შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას კი ორშაბათს დავასახელებ", – თქვა პრემიერმა.





