ეროვნული ბანკის გაყოფა

ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნულ ბანკზე: ვერ მივიღებთ უპასუხისმგებლო კრიტიკას

ვერც ერთი მთავრობის წევრი და ვერც მე ვერ მივიღებთ უპასუხისმგებლო კრიტიკას და ბრალდებას, ვინაიდან ჩვენს მიერ გაკეთებული ქმედება მიუთითებს სწორედ საქმეზე. რაც შეეხება ამ კანონპროექტს და ამ ინიციატივას, თავდაპირველად იყო გარკვეული შეშფოთება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი გავხადეთ ღია და გამჭვირვალე. განცხადება, რომ ამ ინიციატივით რაიმე საფრთხე ემუქრებოდა ევროკავშირთან ასოცირებას, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულში ზედამხედველობის სამსახური არის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებული.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ჯი დი ესის გადაცემა 2030-ის ეთერში.

კომენტარები