ეროვნული ბანკის ანგარიში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში ისევ გადაიდო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მოსმენა ისევ გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, გადადება თავად გიორგი ქადაგიძემ ითხოვა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

"ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს ვესაუბრე გუშინ და მოითხოვეს ანგარიშის გადადება. თვითონ ქადაგიძეს სურს საკითხის გამოტანა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ გაგვიჭიანურდა ეს საკითხი ჯერ კვორუმის გამო, როცა უმცირესობამ პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია არ გაიარა და შემდეგ ბანკის წარმომადგენელმა გვთხოვა საკითხის გადადება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბიურო სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა უსუფაშვილს მიმართა და უთხრა, რომ კვორუმის პრობლემა მხოლოდ უმცირესობის პროტესტით არ იყო გამოწვეული და სხდომას უმრავლესობაც არ ესწრებოდა.

კომენტარები