რეკლამა

Foodpanda შეკვეთიდან 10%-ს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავს

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ბიზნეს-ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან.  ტრაგედიას კომპანია ფუდპანდაც ეხმაურება და უსამძიმრებს  გარდაცვლილთა ოჯახებს.

ამასთან, კომპანია ოპერატიულად ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესშიც, კერძოდ, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, კომპანია დახმარების ფონდში ყოველი შეკვეთიდან 10%-ს გადარიცხავს. 

„ფუდპანდა მზად არის, დაზარალებულთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. კომპანია იღებს ვალდებულებას, დახმარება გაუწიოს  დაზარალებულ ოჯახებს,“ - აღნიშნავს ფუდპანდას დირექტორი გიგა ქერქაძე.

კომენტარები