აქცია ალიევის სკვერთან

პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ალიევის სკვერში არ უშვებს

პოლიცია ალიევის სკვერში
ლევან ასათიანი

დღეს, 12 ივნისს, საღამოს, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში უფლებადამცველებს აქცია უნდა გაემართათ სლოგანით - სპორტი ადამიანის უფლებებისათვის, სადაც მათი თქმით, ევროპული თამაშების გახსნის დღეს, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევას გააპროტესტებენ.

აქციაზე მისულ უფლებადამცველებს ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერი პოლიცელების კორდონით შემოსაზღვრული დახვდათ და შესაბამისად, აქციის გამართვა ამ წუთეებშიც ვერ ხერხდება. ტაბულა სამხრეთ კავკასიაში Amnesty international-ის კამპანიის კოორდინატორს დაუკავშირდა, რომელსაც ასევე არ მისცეს სკვერში შესვლის შესაძლებლობა.

"დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლი და რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა ალიევის სკვერთან, რომ გაეპროტესტებინათ აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესია. გადავწყვიტე მისვლა და დამხვდა შემდეგი სურათი: პოლიციის კორდონია შემორტყმული ალიევის პარკს, ვიყავით სულ 15 კაცი. გვითხრეს, რომ რაღაც ღონისძიება იმართებოდა, თუმცა შიგნით არანაირი ღონისძიება არ იყო. უკვე 1 საათია აქ ვართ, შიგნით არაფერი ხდება. შემდეგ ნელ-ნელა პარკის მიდამოებიდანაც გამოგვაძევეს, ზოგს ეჯაჯგურნენ. ახლა მოშორებით ვდგავართ და პოლიციას კვლავ კორდონი აქვს შემორტყმული", - აცხადებს ლევან ასათიანი.

ტაბულა აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდება.

კომენტარები