ეროვნული ბანკი და ბიძინა ივანიშვილი

მეჭიაური: მიუხედავად ბატონი ბიძინას თხოვნისა, გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო

ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, ეპატიებინა თავისი წილი წყენა თუ მიყენებული ზარალი ეროვნული ბანკისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან აპატია თუნდაც იგივე ქართუ ბანკში სხვისთვის მიყენებული ზარალი. რა თქმა უნდა, პროკურატურას მაინც უნდა გაეგრძელებინა გამოძიება, ჩემი აზრით, მიუხედავად ბატონი ბიძინას მხრიდან ამ კონკრეტული სარჩელის გამოტანისა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა პირად შეხვედრაზე სთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ, რაც მან გაითვალისწინა. ივანიშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეაჩერა პროკურატურაში ქართუ ბანკთან დაკავშირებული სარჩელის მსვლელობა, რადგან, მისივე თქმით, ეს საკითხი პირადი იყო და ამის გაკეთება შეეძლო.

კომენტარები