გემის ჩაძირვა ჩინეთში

ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ჩინეთში, მდინარე იანძიზე საკრუიზო გემის კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია, კიდევ 424 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მაშველებმა წყლიდან 14 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ისინი ცდილობენ, გაჭრან გემის კორპუსი, რომელიც წყლის ზედაპირის ზევით არის დარჩენილი, რადგან შიგნით შესაძლოა ცოცხალი მგზავრები იმყოფებოდნენ.

ადამიანების ძებნას გემის კორპუსის შიგნით და მდინარეში მყვინთავებიც განაგრძობენ. სამაშველო ოპერაციაში 4 ათასამდე მაშველი და 110 გემი მონაწილეობს.

კომენტარები