რაფა ბენიტესი მადრიდის რეალში

რაფა ბენიტესი მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელია

theguardian.com

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლივერპულის, ჩელსისა და ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სამეფო კლუბში კარლო ანჩელოტის შეცვლის.

მადრიდის რეალის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ პატარა განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი ბენიტესს ოფიციალურად დღეს წარუდგენს მედიასა და გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ რაფა ბენიტესს ესპანური ლა ლიგას ორი ტიტული ვალენსიასთან ერთად აქვს მოგებული, ერთხელ კი უეფას თასსაც დაეუფლა. ამის შემდეგ, სპეციალისტი ინგლისში გადაბარგდა, სადაც ლივერპულთან ერთად პირველივე სეზონში - 2004 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

კომენტარები