მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ჩიქოვანი: თავისუფალი დემოკრატები მხარს ვუჭერთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას

ირაკლი ჩიქოვანი
თავისუფალი დემოკრატები
თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება. ჩიქოვანის მოსაზრებით, ადამიანის დაჭერა მარიხუანის მოხმარების გამო, ხელს უშლის მის რესოციალიზაციას. მისივე განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები აქტიურად თანამშრომლობენ კამპანიასთან - არ დაიჭირო! და მზად არიან, 2 ივნისის აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
 
"პირველი, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არ არის საუბარი მარიხუანის ლეგალიზაციაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხმარება არ იყოს სისხლისსამართლებრივად დასჯადი და იყოს ადმინისტრაციული წესით დასჯადი. რაც შეეხება გასაღებას, ეს ჩვეულებრივად რჩება სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საკუთარი მოხმარებისთვის მოიხმარენ მას, არ შეიძლება ციხეში მიდიოდნენ ხუთი წლით. ეს არის წარმოუდგენელი, ეს პირიქით, არა მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს, არამედ პირიქით, წააქეზებს და ისეთ გარემოში ხვდებიან, სადაც შეიძლება უარესისკენ უბიძგოს მას ცხოვრებამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ არ უნდა დაიჭირონ ადამიანები მარიხუანას მოხმარების გამო. ეს ერთი. მეორე, ჩვენ გვაქვს აქტიური კონსულტაციები კამპანია - არ დაიჭიროს ორგანიზატორებთან. ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას ჩვეულებრივად. უშუალოდ კანონპროექტს რაც შეეხება, გულწრფელად გეტყვით, რომ კანონპროექტს სჭირდება დამუშავება, ვინაიდან განმარტებითი ბარათი და ის არგუმენტაცია, რომელიც არის წამოდგენილი ბატონი ხაჩიძის მიმართ, არ არის სრულყოფილი. აქ საჭიროა და მნიშნელოვანი იქნება საექსპერტო დასკვნების დადება, ფართო დისკუსიების და დებატების უზრუნველყოფა ამ საკითხებთან მიმართებით. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა არ დაიჭიროს ორგანიზატორებთან, ასე ვთქვათ, დისკუსიები, კონსულტაციები და ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი ხედვები, რჩევებიც მივეცით და, რა თქმა უნდა, ამ განხილვებშიც მივიღებთ მონაწილეობას", - თქვა ჩიქოვანმა.
 
დღეს, 2 ივნისს, 18:00 საათზე თბილისსა და საქართველოს სხვა ოთხ ქალაქში, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მარიხუანის მოხმარების გამო შეწყდეს ადამიანების დაპატიმრება და იძულებითი ნარკოტესტირება.

კომენტარები