აფხაზეთის დღე

საქართველოში პატრიარქის მიერ დაწესებული აფხაზეთობის დღე აღინიშნა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

„დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს - მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული „აფხაზეთობის" დღესასწაულსთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე - უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.დღეს საქართველო შეუქცევადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ იგი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად გავნვლოთ. ღრმად მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს ერთობლივ შენებას ალტერნატივა არ აქვს", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის წევრებმა „აფხაზეთობა" ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნეს. „მინდა ყველა აფხაზს მივულოცო აფხაზეთობა და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები, გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული", - განაცხადა ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ.

"მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში მთავარ პრობლემად რჩება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

"ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, გვსურს, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული, მეზობლური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, იქამდე ჩვენი ურთიერთობები იქნება ასეთ გაურკვევლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები