ბაქოში საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მისი უხარისხო მასალით მოპირკეთება გახდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს განაცხადა. მან შესაბამის სამსახურებს ქალაქის ყველა შენობაზე მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხის შემოწმება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კონსტრუქციების დემონტაჟი დაავალა. ალიევმა დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
ტრაგედიის შემდეგ ბაქოელებმა საკუთარი სახლებიდან მოსაპირკეთებელი მასალების თვითნებურად მოხსნა დაიწყეს. ხანძარს ბაქოში 16 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა. 60-ზე მეტი კი, დაშავდა.





