ხანძარი ბაქოში

ბაქოში მრავალსართულიან შენობაში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

RFE/RL

ბაქოში, თავისუფლების გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალური ცნობებით, 54 დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი პირველ სართულზე გაჩნდა და შენობის მთელ ფასადს რამდენიმე წამში მოედო. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეები, მაშველები და ავიაცია მონაწილეობდა. 

შემთხვევის ადგილზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალურ პროკურორი მივიდნენ. გენერალური პროკურორის განცხადებით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი შენობის უხარისხო მასალებით მოპირკეთება გახდა. მომხდარის გამოძიება პირად კონტროლზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აიყვანა.

კომენტარები