შარლი ებდო

CHARLIE HEBDO-ს მთავარი კარიკატურისტი სამსახურიდან მიდის

AP

ფრანგული სატირული ჟურნალის შარლი ებდოს მთავარი კარიკატურისტი სამსახურს ტოვებს. მუჰამედის კარიკატურის ავტორი რენალდ ლუზიე, მეტსახელად ლუზი, გამოცემაში 1992 წლიდან მუშაობდა. მისი თქმით, რედაქციაზე ისლამისტების თავდასხმისა და კოლეგების მკვლელობის შემდეგ ჟურნალში მუშაობა მისთვის ნამდვილ წამებად იქცა, რადგან მუდმივად დაღუპულ თანამშრომლებზე ფიქრობს.

7 იანვარს შარლი ებდოს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად რედაქციის 12 თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმის საბაბი ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გახდა.

კომენტარები