აქცის ენერგეტიკის სამინისტროსთან

ენერგეტიკის სამინისტროსთან ტარიფებზე ფასების შესაძლო ზრდა გააპროტესტეს

პარტია ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი პარტიის წევრებთან, ქართული დასის ახალგაზრდულ ფრთასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან გამართა. აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უახლოეს მომავალში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მოხდეს. ბაღათურიას თქმით, მან პირადად გადასცა საქმის მასალები ერთ-ერთ პროკურორს კახი კალაძის შესახებ. როგორც ბაღათურია ამბობს, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის ფინანსური დაინტერესება იკვეთება.

პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელის ლაშა შუკაკიძის თქმით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს ტარიფების განახევრებას დაპირდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, საპირისპიროს აკეთებენ.

აქციის მონაწილეები ენერგეტიკის სამინისტროს შენობასთან კახა კალაძისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი კანცელარიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. 

კომენტარები