რეკლამა

ფუდპანდას ერთ-ერთი საუკეთესო მობილური აპლიკაცია აქვს

ფუდპანდა
ფუდპანდა

"ფუდპანდა" საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის წარმოებაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს.


თბილისში საკვების ონლაინ-შეკვეთა ვებგვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.

გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება შარშან, 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება.

მომხმარებელმა სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა. "ეს არის სერვისი, რომელმაც მოხმარებელი გააოცა!" - აცხადებენ ერთგული მომხარებლები.

გერმანულ ბრენდს ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს. როგორც ფუდპანდას დირექტორი, გიგა ქერქაძე აღნიშნავს, მომხმარებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და უკვე 15 ათასს აჭარბებს. "დღესდღეობით "ფუდპანდას" პარტნიორთა რიცხვში 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა, შემდეგაც აუცილებლად გაიზრდება", -განმარტავს "ფუდპანდას" დირექტორი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში ფუდპანდას მობილური აპლიკაციის გადმოწერათა რაოდენობა უკვე 8 ათას აღწევს. თუ გათვალისწინებთ, რომ აპლიკაცია მხოლოდ 1 წელია, ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, ეს საკმაოდ ეფექტური მაჩვენებლია.

"ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 200-მდე ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების ნახევარზე მეტი უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ , რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ფუდპანდას უჭირავს", - აღნიშნავს გიგა ქერქაძე.

კომენტარები