ლობი

მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman დაიქირავა

Pillsbury Winthrop Shaw Pittman

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman დაიქირავა. აღნიშნული ინფორმაცია უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მთავრობა კომპანიას ყოველთვიურად 50 000 ამერიკულ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტი ძალაში 2015 წლის 1 აპრილს შევიდა და 2016 წლის 31 მარტს დასრულდება.

კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ქირაობს მას, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს NATO-ში მისწრაფებების, აშშ-ის მთავრობასთან და კონგრესთან კომუნიკაციის, ასევე მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობების მხარდაჭერის კუთხით. ასევე ხელი შეუწყოს ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებას.

კომპანია დაიქირავებს ქვეკონტრაქტორ Harbor Group-ს, რომელიც საქართველოს მთავრობას დამატებით მედიამომსახურებას გაუწევს.

კომენტარები