ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებზე

ივანიშვილი ჟურნალისტებს მოსახლეობის გამოკითხვის გამო აკრიტიკებს

კვირის 2030

ხალხი ძალაუფლების წყაროა და როდესაც ჟურნალისტი ცდილობ ძალაუფლების წყარო არამიზნობრივად გამოიყენო, უკვე დისკრედიტაციას უწევ ამ წყაროს - ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში გადაცემა 20:30-ში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ჟურნალისტები კითხვას სხვა მიმართულებით სვამენ და ხალხს დათვურ სამსახურს უწევენ.

"გოგა ხაინდრავამ შემახსენა, თავის თავზე იყო გაბრაზებული. მეტრეველს გამოკითხვა ჩაუტარებია უნდა გადაიღოს თუ არა ფილმი გოგა ხაინდრავამ. ხალხი ძალაუფლების წყაროა და როდესაც ჟურნალისტი ცდილობ ძალაუფლების წყარო არამიზნობრივად გამოიყენო, უკვე დისკრედიტაციას უწევ ამ წყაროს.

ხალხს ძალიან ბევრი ეკითხება, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი სხვა მიმართულებით სვამს კითხვას, იმ ძალაუფლებას აკნინებს. რა შუაშია ფილმს გადაიღებს თუ არა გოგოა ხაინდრავა ან აშენდება თუ არა პანორამა თბილისი?! როდესაც ჟურნალისტი ამას აქიაქებს, ძირითადის აქცენტირება იკარგება, კონკრეტულ ობიექტსაც დათვურ სამსახურს უწევს და ხალხს აბნევს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები