საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა

ასლი: პასუხისმგებლობის განტევების ვაცებზე დაკისრება სიტუაციას გააუარესებს

საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ სოციალურ თემებზე ორიენტირებული პოლიტიკის, ბიზნესისთვის არახელსაყრელი კანონებისა და წინა მთავრობის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის კომბინირებულმა ეფექტებმა ინვესტორების ნდობის დაკარგვამდე, ეკონომიკური ზრდის შენელებამდე და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამდე მიგვიყვანეს.

მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარის გაუფასურება კვლავ გაგრძელდება.

ამ მდგომარეობის გარეგან ფაქტორებსა და განტევების ვაცებზე გადაბრალება ისევ და ისევ სიტუაციის გაუარესებას და მთავრობის რეიტინგის ვარდნას გამოიწვევს.

ბიზნესმენი ფადი ასლი ფეისბუქზე წერს.

კომენტარები