NBA-ს 2015 წლის დრაფტი

ბექა ბურჯანაძე NBA-ს 2015 წლის დრაფტის კანდიდატთა სიაშია

NBA დრაფტი
nba.com

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ იმ 91 კალათბურთელის წინასწარი სია გამოაქვეყნა, ვინც 2015 წლის დრაფტზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და განაცხადიც შეიტანა. 91-დან 48 კოლეჯის დონეზე მოთამაშეა, 43 კი საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყნის კლუბს წარმოადგენს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კორუნიას კალათბურთელი - ბექა ბურჯანაძე.

NBA.com წერს, რომ განაცხადების მიღება 26 აპრილს შეწყდა, ახლა კი აპლიკანტებს შეუძლიათ უარი თქვან დრაფტში მონაწილეობაზე და ეს სურვილი 15 ივნისამდე უნდა დააფიქსირონ.

2015 წლის დრაფტი 25 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე NBA-ს დრაფტზე ხუთმა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა: ვლადიმერ სტეფანიამ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ და თორნიკე შენგელიამ.

 

კომენტარები