კიევში საკუთარი სახლის სადარბაზოში უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი რეგიონების პარტიიდან ოლეგ კალაშნიკოვი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, 52 წლის პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. კალაშნიკოვი ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრი იყო.
რადას დეპუტატების ინფორმაციით, მაიდანზე საპროტესტო გამოსვლების დროს იგი ანტიმაიდანის მოძრაობას და ე. წ. ტიტუშკებს, დაქირავებულ პროვოკატორებს ხელმძღვანელობდა და ამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს განკარგავდა.
პოლიცია დანაშაულის ვერსიებს შორის კალაშნიკოვის პოლიტიკურ საქმიანობას, ბიზნესინტერესებს ან ძარცვას განიხილავს.
წლის დასაწყისიდან უკრაინაში იანუკოვიჩის გუნდის სამმა ყოფილმა წევრმა თავი მოიკლა.