სომეხთა გენოციდის საკითხი

პაპის განცხადების გამო თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია

AFP

თურქეთმა ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია. ამის მიზეზი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადება გახდა, რომელმაც ოსმალეთს იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. ამის გამო ანკარაში ვატიკანის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს.

თურქეთი გენოციდად არ აღიარებს 100 წლის წინ სომხების მასობრივ მკვლელობას, რომლის შედეგად, სომეხ ისტორიკოსთა შეფასებით, მილიონნახევრამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები