ყაჩაღობა

სამეგრელოში შეიარაღებულმა პირებმა მიკროავტობუსი დააყაჩაღეს

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამეგრელოში მიკროავტობუსი დააყაჩაღეს. უწყებამ არ დაადასტურა გავრცელებული ცნობა, რომ მიკროავტობუსი რეისს ასრულებდა. როგორც პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, ავტომობილი კერძო პირს ეკუთვნოდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

როგორც რადიო აფხაზეთის ხმა წერს: "თვიმხილველთა ცნობით, ერთერთმა თავდამსხმელმა მიკროავტობუსი მგზავრის როლში გააჩერა, შემდეგ კი იქ შეიარაღებული პირები შეცვივდნენ, რომელთაგან ერთმა მძღოლი აიყვანა კონტროლზე, დანარჩენებმა კი სალონში მყოფი მოქალაქეების გაძარცვა სცადეს, თუმცა, იმის გამო, რომ ჩქარობდნენ, მხოლოდ მძღოლისთვის გარკვეული თანხის წართმევა მოასწრეს, რის შემდეგაც მიიმალნენ".

კომენტარები