ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ივანიშვილი: ხარძიანის მკვლელობის მთავარი დამკვეთი ენმ-ის დანერგილი სისტემაა

ვერსია ერთია – სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამას ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება, ჯერ ბესიკის დაპატიმრება რა ფორმით მოხდა, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს.ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გაიხსენოთ. როგორ მოხდა ქონების გადაფორმება თვითონ ციხეში, იქ ძალადობა, ცემა, მეუღლესთან ქონებას აფორმებენ სახლში. ათი ათასობით ქონება გადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება და ითხოვდა არჩევნების პროცესში, სწორედ ეს გახლავთ. ეს არის ეტალონური, როგორ დასაჯეს და გაგრძელება არის კატასტროფული. და რა თქმა უნდა, გასაგებია, საიდანაც არის ეს სათავე. ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა ნაციონალური მოძრაობის დროს.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე საუბრისას, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ში.

კომენტარები