ბიზნესასოციაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

Bloomberg

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამსაათიან შეხვედრაზე მსხვილი ბიზნესისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მონეტარული სტაბილურობის შესახებ ესაუბრნენ და მას საკუთარი პრობლემები გააცნეს. გიორგი ქადაგიძის თქმით, არსებული სავალუტო შოკის დროს ყველაზე მთავარი სწორი მოლოდინების შექმნაა.

"უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის მიმართული, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. თუკი ბიზნესმა იცის რა არის პრობლემის არსი და სად არის არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი, მაშინ რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილება იქნება უფრო სწორი და მომგებიანი. ამ ტიპის შეხვედრებს აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ხდება არსებული მოვლენების გააზრება ეკონომიკურ ჭრილში", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სავალუტო შემოდინებების აღდგენა და ეროვნული ვალუტის დასტაბილურება აპრილიდან დაიწყება.

კომენტარები