საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ახალ ტრეინინგს იწყებს

bog.ge

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" ახალ ტრეინინგს იწყებს "ფონდების მოძიებასა და პროექტული განცხადების შედგენაზე არასამთავრობო სექტორში". ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, იცოდეს, როგორ მოიძიოს საგრანტო დაფინანსება და შეადგინოს გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის. ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სრულად არის ადაპტირებული ქართულ სპეციფიკასთან.

ტრეინინგის მონაწილეები გაეცნობიან, როგორ მოიძიონ ფონდები, გაწერონ კონცეფცია და შეადგინონ ბიუჯეტი. კურსი ითვალისწინებს საქართველოში ტრადიციული დონორების მოთხოვნებს, ასევე ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამკვიდრებულ ფორმებს. ტრეინინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას.

შემაჯამებელ დღეს ტრეინინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღონ ტრენერისგან და განიხილონ რეალური საპროექტო განაცხადება. ტრეინინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2015.

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს.

უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრეინინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრეინინგებს სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე ტრეინინგზე დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

კომენტარები