საქართველო - გერმანია

სფფ: საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთების შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება

gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენის საშუალებას აძლევს.

www.gff.ge/tickets - ამ მისამართზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია სტადიონზე სასურველი ადგილის არჩევა, შემდეგ კი ონლაინ რეჟიმში შეძენა. "28 მარტის ჩათვლით, ნაყიდი ვაუჩერის ორიგინალ ბილეთში გადაცვლა "დინამო არენის" ონლაინ-გაყიდვებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურში შეგიძლიათ," - ნათქვამია სფფ-ს ფეისბუქის გვერდზე.

ბილეთები იყიდება დინამო არენას სალაროებში 11:00-დან 18:00 საათამდე. ფასი 10,15, 20 და 30 ლარია.

მატჩი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის 29 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები