ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

ენმ: სამეგრელოსა და აჭარაში თავდასხმაში მონაწილე სახელმწიფო მოხელეების სია

ნაციონალური მოძრაობა აჭარაში პეტრე ზამბახიძეზე და სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ოფისსა და თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრზე თავდასხმაში მონაწილე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ხალხის სიას აქვეყნებს.

აჭარაში პეტრე ზამბახიძეზე თავდასხმაში მონაწილე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ხალხის არასრული სია ასე გამოიყურება:

1. გიორგი თუშმანიშვილი - აჭარის მთავრობის პროტოკოლის თანამშრომელი, ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

2. მერაბ ღოღობერიძე - ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილე;

3. ელგუჯა აგირბა -  ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

2015 წლის 15 მარტს თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის ზუგდიდის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების არასრული სია კი ასე გამოიყურება:

1. ლაშა გვასალია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე;

2. მერაბ ქვარაია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;

3. თაზო ფაცაცია - ზუგდიდის მერიის თანამშრომელი;

4. გოგა ღადუა - საკრებულოს წევრი;

5. ალიკა ჭურღულია - საშველო სამსახურის თანამშრომელი;

6. მიხეილ ჯანაშია - გამგეობის თანამშრომელი;

7. ლევან ფაჟავა - გამგეობის ზედამხედველობის თანამშრომელი;

8. გიორგი პაჭკორია - მერიის თანამშრომელი;

9. პაატა ლაგვილავა - გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი;

10. გიგა ლუკავა - საკრებულოს თანამშრომელი;

11. თემურ თოდუა - რაიონის გამგეობის თანამშრომელი;

12. გიორგი ტიბუა - ზუგდიდის მერიის თანამშრომელი;

13. მანუჩარ მალანია - რაიონის კეთილმოწყობის სამსახური;

14. თამუნა ჯიქია - საკრებულოს თანამშრომელი;

15. მერი შენგელაია - გამგეობის უდიპლომო წამყვანი სპეციალისტი;

16. მიშიკო ჯანაშია - საავადმყოფოს დაცვის სამსახურის უფროსი;

17. გიორგი ჯანაშია - გამგეობის თანამშრომელი;

18. თენგო აბულაძე - საკრებულოს სპეციალისტი;

19. სანდრო ციმინტია - საკრებულოს თანამშრომელი;

20. დავით კვაშილავა - გამგეობის სპეციალისტი;

21. მზიური კვარაცხელია - სოფ. ოფაჩხაფუს გამგებელი;

22. ბეჟან ჭურღულია - სოფელ უჩაშონის გამგებელი;

23. ლადო ქვარცხავა - სოფელ ახალსოფლის გამგებელი;

24. ლაშა გოგია - რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე;

25. ირაკლი ქოჩუა - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ენმ-ს მომზადებული აქვს საჩივარი, რომლითაც მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს, რათა პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

„ეს ადამიანები მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში, ისინი ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასებს და ძალიან მაღალ პრემიებს და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები ემსახურებოდნენ ხალხს და მათი პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებულები, ამის ნაცვლად ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები