საჰაერო ინციდენტი ირლანდიაში

ირლანდიაში რუსულმა ბომბდამშენებმა სამოქალაქო რეისებს საფრთხე შეუქმნეს

Reuters

ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ირლანდიაში სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენას საფრთხე შეუქმნა. ირლანდიური მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეს ორი TU-95 ტიპის ბომბდამშენი მიუახლოვდა. ამის გამო ერთი სამგზავრო ლაინერის ფრენის მარშრუტის სასწრაფოდ შეცვლა გახდა საჭირო, კიდევ ერთის გამოფრენა კი გადაიდო. რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანეთის საჰაერო ძალების ტაიფუნის ტიპის გამანადგურებლები დაედევნენ.

NATO-ს მონაცემებით, გასული წლიდან რამდენიმე ასეული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს, უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით უახლოვდებოდნენ.

კომენტარები