რეკლამა

ფუდპანდა გილოცავთ დედის დღეს - შემოიხედეთ www.foodpanda.ge-ზე

ფუდპანდა გილოცავთ დედის დღეს და კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. არის შემთხვევები, როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც...

დედის გამომცხვარ ნამცხვარს, ხაჭაპურსა თუ ლობიანს არაფერი შეედრება, თუმცა, ეს არის ის 1 დღე 365-დან, როცა დედები სამზარეულოში არ უნდა დავტვირთოთ და ერთი დაუვიწყარი დღე მივუძღვნათ. არის დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნის. ის გაზაფხულის მოსვლას ემთხვევა და ალბათ ეს არ არის შემთხვევითი. ახლაც მუდამ შენს გვერდითაა და ახლაც მზად არის გემსახუროთ ფუდპანდა, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ის სწრაფი, დროული, სასურველი და თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული.

ფუდპანდას რჩევები, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე: მიზანშეწონილია ოთხჯერადი კვება, სასურველია, კვების რაციონში ჭარბობდეს ხილი, ბოსტნეული და თევზი. მნიშვნელოვანია, კვირის და, მით უმეტეს, დღის რაციონში ერთი და იგივე კერძი არ მეორდებოდეს; თუ კერძს ხშირად მივირთმევთ - ის უნდა იყოს აუცილებლად გემრიელი. საუზმე უნდა იყოს ნოყიერი ვიტამინებით სავსე, სადილი ცილებით გაზავებული, ვახშამი კი - მსუბუქი.

საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, მაგრამ როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. დღეისათვის ფუდპანდასთან 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტებიც, რომლებიც მომხარებელს სიურპრიზებს სთავაზობენ, არჩევანი კი თქვენზეა.

წარმოგიდგენთ ყველაზე გემრიელ შავ-თეთრი კექსის რეცეპტს:
შემადგენლობა: 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი, 1/4 ჭიქა ზეთი, 2 ჭიქა შაქარი, 4 ც კვერცხი, 1 ჭიქა რძე, 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ს.კ გამაფხვიერებელი, 2-1/2 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა კაკაო, 1/4 ს.კ მარილი.

მომზადება: შაქარი, ზეთი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და განვაგრძოთ თქვეფა. დავამატოთ რძე, ფქვილი,მარილი,გამაფხვეირებელი და ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად. კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი. მოვათავსოთ მიღებული მასის ნახევარი, დარჩენილ მასას შევურიოთ კაკაო. შემდეგ კაკაოიანი მასაც მოვათავსოთ და კარგად ავურიოთ კოვზით. შევდოთ ღუმელში 325 გრადუსზე, ვაცხობთ 1 საათი და 25 წუთი.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. "ფუდპანდას" სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარები