პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: ადამიანები სულიერად დაეცნენ, ჟამი ახლოსაა

ადამიანი დღეს მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს, სულიერად დაცემული და გაუბედურებულია, - ამის შესახებ  საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ილია მეორემ განაცხდა.

"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით ადამიანმა თავის ცოდვებზე უნდა იფიქროს.

"ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორეს თქმით ჟამი ახლოსაა რადგან კაცობრიობა უკან მიდის.

"მაინც სად მივდივართ? ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ და თითქოს ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა – მეცნიერებამ, ფილოსოფიამ, ინტერმედიამ და სხვ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჟამი ახლოს არის. ადამიანს წარსულში ახასიათებდა რწმენა, თავმდაბლობა, ღრმა აზროვნება. დღეს კი ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე", - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები