საქართველო–უკრაინის ურთიერთობა

ბოკერია: ხელისუფლებამ უკრაინასთან ურთიერთობა დააზარალა

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ კიდევ უფრო აფუჭებს ურთიერთობას უკრაინასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიზეზით „უკვე გაფუჭდა". ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში განაცხადა.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, ორწელიწადნახევრის განმავლობაში უკრაინაში, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, არ ჩასულა არც საქართველოს პრემიერმინისტრი და არც საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, მისი თქმით, „ღარიბაშვილმა რამდენიმეჯერ გააკეთა უკრაინის ინტერსების საწინააღმდეგო განცხადებები. ჯერ თქვა, რომ არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს, შემდეგ ქედმაღლური რჩევა მისცა ჩვენთვის მოებაძა, როგორც ვალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან და მერე მოხსნა რეკორდი და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინას იარაღი არ მიაწოდონ".

ბოკერიას აზრით, ივანიშვილს და მის გუნდს არ ესმით, რა ხდება უკრაინაში. კერძოდ ის, რომ ამ ქვეყნის გარეშე საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია ძალიან რთული იქნება. ასევე ის, რომ რაც უფრო მეტი წინააღმეგობის გაწევას შეძლებს უკრაინა რუსეთისთვის, რაც უფრო მეტად შეძლებს რეფორმების განხორციელებას , მით უფრო მცირდება რისკები საქართველოსთვის.

 

კომენტარები