მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: სააკაშვილის დევნის მოთხოვნას მთელი მსოფლიო იგნორირებას უკეთებს

გიგა ბოკერია
საუბარი რელიგიაზე

საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ „არის კიდევ ერთი მაგალთი, როგორ აყენებს ეს გუნდი და პირადად ივანიშვილი საკუთარ პირად და ირაციონალურ ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე წინ“,   – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში განაცხადა.

მისი თქმთ, რა შეხედულებებიც არ უნდა ჰქონოდათ სააკაშვილის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ იუნდა ეთქვათ, რომ წარმატებას უსურვებდნენ მათი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს იმ რეფორმებში, რომელთა განხორციელებაში დახმარებითვის იგი მრჩევლად მიიწვიეს.

რაც შეეხება სააკაშვილის სამართლებრივ დევნას, ბოკერიას თქმით, არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს ყოფილი პრეზიდენტის თუ ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ბრალეულობის შესახებ.

„მთელი მსოფლიო, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, მთელი ცივილზებული სამყარო იგნორირებას უკეთებს ამ დევნას და ამ მოთხოვნებს. დაწყებული საფრანგეთის სასამართლოთი, გაგრძელებული საბერძნეთის სასამათლოთი, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ეს საქმეები პოლიტიკურია და მათში მტკიცებულებები არ არის ან შეთითხნილია, რომ არის შერჩევითი სამართალი. ეს ამ სასამართლოების სიტყვებია. სხვა ქვეყნებში საქმე სასმართმოდეც არ მისულა“, – განაცხადა ბოკერიამ.   

მისი თქმით, „პრეზიდენტი სააკაშვილი მოგზაურობს მთელ ცივილიზებულ სამყაროში და მისი დაკავება აზრად არავის მოსვლია“. შესაბამისად, მისი თქმთ, გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დანიშვნისათვის. 

კომენტარები