ბარბალე რაფალიანცის საქმე

რაფალიანცის ოჯახი: გარდაცვალების საქმე ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა ჩაიბარა

ambebi.ge

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჩვილის გარდაცვალების საქმე ახალმა საგამოძიებო ჯგუფმა ჩაიბარა. მათი განმარტებით, საქმის გარემოებების შესწავლა თავიდან დაიწყება. ოჯახის ადვოკატის განცხადებით კი, მტკიცებულებათა ნაწილის კვალი წაშლილია, თუმცა, მისი ინფორმაციით, გამოძიება მალე დასრულდება და საქმე გაიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები