ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ნავთობპროდუქტების ბაზრის შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა

geonews.ge

ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ შუამავალ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. როგორც საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. კომპანიებს შორისაა ბინული 1, უნიგრუპი, ითიაი, ინტერპლუსი, შპს პორტალი და ელ ოილი.

"ეს კომპანიები ძირითადად შუამავალ რგოლს წარმოადგენენ ნავთობმომწოდებლებსა და საცალო ბაზარს შორის. ამ ნავთობკომპანიების მიერ იმპორტირებული საქონლის საცალო ბაზარზე მიწოდება ხდებოდა",- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები