საზღვრის კვეთის სტატისტიკა

შსს: 2015 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა

3.bp.blogspot.com/

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვარზე 2015 წლის იანვარში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით:

2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 111 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

ბ) ტრანზიტი - 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

გ) სხვა - 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).

2015 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-12%), აზერბაიჯანიდან (+12%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (-6%) და უკრაინიდან (-10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა და გერმანია (შესაბამისად, 164% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - თურქმენეთი (132%), უზბეკეთი (20%), და ყაზახეთი (16%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის და მოლდოვის მოქალაქეები 53% და 43%-იანი მატებით.

 

კომენტარები