არჩევნები საბერძნეთში

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია სირიზამ გაიმარჯვა

EPA

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში, მემარცხენე რადიკალურმა პარტია სირიზამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან 36% მიიღო და პარლამენტში 149 ადგილი მოიპოვა. სრულ უმრავლესობამდე, სირიზას ორი ადგილი დააკლდა. მეორე და მესამე ადგილზე მემარჯვენე ახალი დემოკრატია და ოქროს განთიადი გავიდნენ. სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ დაასრულებს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას, რომელსაც წინა მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნით ახორციელებდა. რაც შესაძლოა ევროპის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად აისახოს. მოქმედმა პრემიერმა ანტონის სამარასმა მოუწოდა მოქალაქეებს, ქვეყანა დეფოლტამდე არ მიიყვანონ და ევროზე უარი არ თქვან. საბერძნეთის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, აზიის ბირჟებზე ევროს კურსი დაეცა.

"ხალხმა მკაფიო, ძლიერი და უეჭველი მანდატი მოგვცა. ჩვენი გამარჯვება იმავდროულად იმ ევროპელი ხალხების გამარჯვებაა, რომლებიც მკაცრი ეკონომიის წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანადგურებს", - განაცხადა პარტია სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა.

კომენტარები