ავსტრალიის ღია პირველობა 2015

ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას ნაადრევად გამოეთიშა

bbc.co.uk

ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის გამარჯვებული, როჯერ ფედერერი გათამაშებას მესამე რაუნდში გამოეთიშა. შვეიცარიელი იტალიელმა, ანდრეას სეპიმ გამოთიშა.

მეორე ნომრად განთესილმა ფედერერმა შეხვედრა 6-4 7-6 (7-5) 4-6 7-6 (7-5) დათმო, 46-ე ნომრად განთესილ სეპისთან.

ჩოგბურთელებს შორის გამართულ წინა ათივე დაპირისპირებაში გამარჯვება შვეიცარიელს რჩებოდა, ამჯერად კი სენსაციურად დამარცხდა.

"მე უბრალოდ მაქსიმუმი გავიღე და ეს ჩემს კარიერაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო," - განაცხადა მატჩის შემდეგ სეპიმ.

2003 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფედერერმა მელბურნში ნახევარფინალამდეც კი ვერ მიაღწია.

"აშკარად ცუდი დღე მქონდა. რამდენჯერმე შემეძლო შეხვედრა ჩემს სასარგებლოდ შემომებრუნებინა, მაგრამ შეცდომები დავუშვი," - განაცხადა როჯერ ფედერერმა.

კომენტარები