სოლიდარობის მარში პარიზში

ღარიბაშვილი: ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება არის მნიშვნელოვანი და სწორი გამოსავალი. "ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო, ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმის, თუ რა ძალა აქვს ერთობას",- აღნიშნავს პრემიერი. ამის შესახებ მან პარიზში, სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ ჩამოვედით, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა ფრანგი ხალხისადმი. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს. დღეს ქართველი ხალხი და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით,"-აღნიშნა პრემიერმა.

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, დღეს პარიზში გამართულ ერთობის მარშში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები